fbpx
საბერძნეთი

ხანძარი კერკირასთან მცურავ გემზე, რომელზეც 237 მგზავრი და ეკიპაჟის 51 წევრი იმყოფებოდა

დღეს გამთენიისას კუნძულ კერკირასთან, იტალიური დროშის ქვეშ მცურავი გემის მგზავრებმა ურთულესი წუთები გამოიარეს. სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე ჯამში 288 ადამიანი იმყოფებოდა.

ირკვევა, რომ გემი იღუმენიცას პროტიდან გავიდა და მალევე ალში გაეხვა. განგაშის ზარი 04:30 საათზე გაისმა და მაშინვე დაიწყო მგზავრთა ევაკუაციის ოპერაცია. არსებული ცნობებით, მათ სამაშველო ნავებით მალევე მოახერხეს სამშვიდობოს გამოსვლა, დაშავებულია მხოლოდ 1 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი.

გამომდინარე იქიდან, რომ კარგი ამინდი იყო, სამაშველო ოპერაცია წარმატებით შესრულდა და მგზავრები კერკირაზე გადაიყვანეს.


onalem

ტესტ