fbpx
საბერძნეთი

“2021 წლის ივნისისთვის ვაქცინაციის პროცესი დასრულებული იქნება” – რა ეტაპზეა საბერძნეთში მზადება ვაქცინაციისთვის

საბერძნეთში მოსახლეობის ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე არსებობს პირველი მაცივრები, გარკვეული დანიშნულებები და გრაფიკი. როგორც უკვე ცნობილია, ვაქცინაცია უნდა მოხდეს კონკრეტული, სპეციფიკური გეგმის მიხედვით და ის არ ჩატარდება ნებისმიერი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზით, 2021 წლის ივნისისთვის ვაქცინაციის პროცესი უკვე დასრულებული უნდა იყოს.

დღეს სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიოს თემისტოკლეუსმა ტელეკომპანია ERT-თან განაცხადა, რომ მომდევნო 6 თვის მანძილზე შესაძლებელი იქნება მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საბერძნეთში.

“ვაქცინა უსაფრთხოა და ის იხსნის ბევრი ადამიანის სიცოცხლეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად. აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ყველა მოქალაქე ვაქცინაციის პროგრამაში, საიდანაც მიიღებენ შეტყობინებას, თუ სად და როდის უნდა მივიდნენ, ვაქცინის გასაკეთებლად,” განაცხადა თემისტოკლეუსმა.

აღნიშნული პროგრამის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი. გავრცელდება კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ჩაუტარდეს.

 

onalem

ტესტ