fbpx
საბერძნეთი

პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმება, მეოთხე ტალღა და ბავშვების ვაქცინაცია – რაზე ისაუბრა მატინა პაგონიმ?!

“თუ ჩვენ ახლა ფრთხილად არ ვიქნებით, კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა გველის,” განაცხადა პროფესორმა, მატინა პაგონიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ინტერვიუში.

“ახლა სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომელიც ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაბალ დონეს უკავშირდება. თუ ასე გაგრძელდება, კარგად არაფერი წავა. ადამიანები, 60 წელს ზემოთ, აუცილებლად უნდა აიცრან.

ივნისის ბოლოსთვის იმუნიტეტის მხრივ ერთგვარად დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა გვექნება, ხოლო აგვისტოში 75%-80% იქნება აცრილი, თუკი საკმარისი რაოდენობის ვაქცინები გვექნება. თუ ამ დონეს მივაღწევთ, 20 სექტემბრიდან პირბადებიის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება უნდა გაუქმდეს.

რაც შეეხება ბავშვებს, პედიატრები ამბობენ, რომ მათი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს სექტემბერში. 

თუკი ვისაუბრებთ ვაქცინის მესამე დოზის აუცილებლობაზე, ის უნდა გაკეთდეს პირველი დოზის გაკეთებიდან 9-12 თვეში, ანუ ვინც აიცრა იანვარში, მათ პირველებმა უნდა გაიკეთონ მესამე დოზა.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ დრომდე კორონავირუსის მუტაციები კონტროლირებადია და მკურნალობას ექვემდებარება. რაც შეეხება პირბადეების ტარებას სავარჯიშო დარბაზებში, რომ ყოფილიყო მეტი დისტანციის დაცვა შესაძლებელი, ისინი საჭირო აღარ იქნებოდა,” აცხადებს პაგონი.

onalem

ტესტ