fbpx
საბერძნეთი

მიკონოზე ტურისტებმა მანქანა მოიპარეს, რომ ესეირნათ – ნახეთ, სადაურები არიან ისინი

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოზე დასასვენებლად ჩასულმა ტურისტებმა ქურდობა ჩაიდინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კუნძულის სტუმრობა, ავტომატურად ნიშნავს, რომ საკმაო თანხა უნდა გქონდეს თან, ტურისტებმა გადაწყვიტეს მანქანის ქირაობისთვის და ფულის დახარჯვისთვის თავი აერიდებინათ და ქუჩაში დაყენებული ავტომობილი მოიპარეს.

საუბარია ჰოლანდიელ ტურისტებზე, 22-დან 27 წლამდე, რომელთაც იპოვეს მანქანა, რომელიც ჩაკეტილი არ იყო და მაშინვე მოიპარეს, მიზეზი კი, კუნძულზე სიერნობა იყო.

მათდა სამწუხაროდ, პოლიციამ სწრაფად მიაგნო ოთხ ჰოლანდიელს და მაშინვე დააკავეს.

მანქანა პატრონს დაუბრუნდა, ტურისტები კი სიროსის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ქურდობის ბრალდება წაუყენეს.

onalem

ტესტ