fbpx
საბერძნეთი

შოკი ბერძნულ პოლიტიკაში: ჯადანცვის ყოფილი მინისტრი კორონავირუსით დღეს დაიღუპა

სამწუხარო ინფორმაციით, კორონავირუსს საბერძნეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პროფესორი და ექიმი, დიმიტრის კრემასტინოსი 78 წლის ასაკში ემსხვერპლა. ამის შესახებ ახლანდელი მინისტრი, ვასილის კიკილიასი სოციალურ ქსელში წერს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

პოლიტიკოსი და ექიმი 26 მარტის შემდეგ ჰოსპიტალიზირებული იყო და მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ის მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

როგორც ცნობილი გახდა, ის “ევანგელისმოს” საავადმყოფოში იყო მოთავსებული და დღეს დილით, 07:45 საათზე გარდაიცვალა.

კრემასტინოსი 10 მარტს მოსწავლეების კითხვებს პასუხობდა კორონავირუსთან დაკავშირებით და საბოლოოდ ვირუსთან ბრძოლაში თავად დამარცხდა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ