fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა მანქანა მთავარ გზაზე გააჩერა, სანომრე ნიშნები მოხსნა და “ციპუროს” დასალევად წავიდა

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ვოლოსში მოხდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ უკანონო პარკირება, ზოგადად, მთელ საბერძნეთში ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული. დღესასწაულებიდან გამომდინარე ვოლოსში განსაკუთრებულად ქაოტური მდგომარეობაა შექმნილი და საგზაო პოლიციას, ამ მხრივ, ბევრი სამუშაო აქვს.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცმა საკუთარი მანქანა მთავარ გზაზე, უკანონოდ გააჩერა, თავად მოაშორა სანომრე ნიშნები, რათა მისი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო და არ დაეჯარიმებინათ და ამ ყველაფრის შემდეგ, “ციპუროს” დასალევად წავიდა ტავერნაში, რომელიც იქიდან სულ რაღაც 5 მეტრში იყო.

გარშემომყოფები გაოგნებულები იყვნენ ნანახით, მაგრამ მანქანის მეპატრონეს წარბიც არ შეუხრია და მაგიდასთან “ციპუროს” სმას უდარდელად აგრძელებდა.

onalem

ტესტ