fbpx
საბერძნეთი

არის თუ არა 2 იანვარი ოფიციალურად უქმე დღე? – როგორ იმუშავებენ საბერძნეთში დაწესებულებები

საბერძნეთში სუპერმარკეტები და მაღაზიები კვირა დღის, 31 დეკემბრის ჩათვლით, სადღესასწაულო რიტმში მუშაობენ, ხოლო 1-ელ იანვარს, ახალი წლის პირველ დღეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაკეტილია, ვინაიდან უქმე დღეა.

თუმცა, რაც შეეხება 2 იანვარს, აღნიშნული საკითხი საკმაო დაბნეულობას იწვევს, ვინაიდან ზოგიერთი დაწესებულება მუშაობს, ზოგიერთი კი, არა.

2 იანვარი არ არის ოფიციალურად უქმე დღე, თუმცა, ვინაიდან კომერციული მაღაზიები განუწყვეტლივ მუშაობდნენ სადღესასწაულო პერიოდში, ისინი 2 იანვარს დაკეტილი იქნება.

ამას გარდა, სუპერმარკეტების ნაწილი ასევე დაკეტილი იქნება 2 იანვარს, მაგალითად ΣΚΛΑΒΕΝΙΤΗ-ს ქსელი არ იმუშავებს, ხოლო რაც შეეხება ΑΒ ΒΑΣΙΛΟΠΟΥΛΟΣ, ფილიალები 2 იანვარს იმუშავებენ 08:00-დან 21:00 საათამდე.

საჯარო უწყებები, ასევე, ბანკები, ფოსტა (ΕΛΤΑ), იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში.

onalem

ტესტ