fbpx
საბერძნეთი

31 დეკემბრის ღამეს გრანდიოზული კონცერტი ათენის მერიისგან სინდაღმაზე – დასაწყისი 22:00 საათზე!

ათენის მუნიციპალიტეტი 31 დეკემბრის ღამეს დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის გრანდიოზულ საახალწლო კონცერტს გეგმავს. ვისაც სურს, რომ 2024 წელს სადღესასწაულო გარემოში, გარეთ შეხვდეს, მუსიკის ფონზე, შეუძლია სინდაღმის მოედანზე გავიდეს ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად და კონცერტით ისიამოვნოს.

კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება და ცხადია, ადგილზე იქნება ათენის მუნიციპალიტეტის ფილარმონიული ორკესტრი, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოს პორტოკალოღლუ და მარინა სატი.

საღამოს წამყვანები იქნებიან ყველასათვის საყვარელი ნანსი ზაბეტოღლუ და თანასის ანაგნოსტოპულო. ცხადია, 2024 წლის დადგომის პირველივე წამებიდან გაუშვებენ ფოიერვერკს.

“როგორც ახალ 2024 წელს მივესალმებით, ასევე, ვხსნით ახალ თავს ათენისთვის, ოპტიმიზმითა და სოლიდარობით. ათენი უნდა გახდეს უფრო მწვანე, სოლიდარული და ჰუმარი ქალაქი, რომელიც გააერთიანებს, შთააგონებს და დატოვებს მხოლოდ დადებით მემკვიდრეობას ახალი თაობისთვის,” აცხადებს ათენის ახალი მერი, ხარის დუკასი.

onalem

ტესტ