fbpx
საბერძნეთი

კომპანია კარელია საკუთარ თანამშრომლებზე მე-15 ხელფასს, საახალწლო სუფრისთვის 400 ევროს და შვილებისთვის 1.750 ევროს გასცემს

კომპანია კარელია ტრადიციებს არ ღალატობს და 2023 წელსაც, გასული წლის მსგავსად, საკუთარ თანამშრომლებს უხვად ასაჩუქრებს. როგორც მედია იუწყება, ანდრეას კარელიამ კომპანიის თოთოეულ თანამშრომელს მე-15 ხელფასს გადაუხდის და მათთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, მადლობას უხდის შრომისა და თავდადებისთვის.

ირკვევა, რომ მე-15 ხელფასის გარდა, თითოეულ თანამშრომელზე კომპანია გასცემს 400 ევროს საახალწლო სუფრისთვის, ასევე, ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც ჰყავს შვილი, რომელიც სწავლობს საჯარო უნივერსიტეტში, მიიღებს 1.750 ევროს.

ის თანამშრომლები, რომელთა შვილებმაც 2023 წელს ჩააბარეს უნივერსიტეტებში, მიიღებენ 500 ევროს.

170-მდე თანამშრომელი, რომელმაც გასული წლების მანძილზე განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კომპანიის წარმატებაში, მიიღებენ 2,700 ევროს ბონუსს.

45 თანამშრომელი, რომელთა საქმიანობაც შეფასდა როგორც “ძალიან კარგი”, მიიღებს 4.000 ევროს ბონუსს.

ამას გარდა, თანამშრომლები რომელთაც წლის მანძილზე გამოიყენეს მხოლოდ და მხოლოდ კუთვნილი შვებულების დღეები და არ გააცდინეს სამსახური არცერთი დღე დამატებით, მიიღებენ 1.000 ევროს ბონუსს.

ანდრეას კარელია და მისი ჯგუფი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არსებობენ დამსაქმებლები, რომლებიც საკუთარ წარმატებაში თანამშრომელთა როლს აღიარებენ და ცდილობენ დააფასონ ისინი. კარელიამ 2023 წელს მათთვის ბონუსების გადასაცემად მილიონობით ევრო აქვს გამოყოფილი.

onalem

ტესტ