fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

იკრძალება თუ არა საბერძნეთში გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე – დეტალები

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება დაშვებული იყო მხოლოდ ჯანმრთელობის ან სამსახურის მიზეზით, თუმცა, აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება რეალობას.

როგორც უკვე ცნობილია, ხვალიდან თითოეულ მოქალაქეს მოეთხოვება გააგზავნოს SMS ნომერზე 13033, სახლიდან ნებისმიერი გასვლის შემთხვევაში და აღნიშნული მეთოდი მოქმედებს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდეც. გადაადგილება ამ საათებშიც დაშვებულია 6 მიზეზით და არა ორი მიზეზით.

ანუ მთელი დღისა და ღამის მანძილზე მოქმედებს ერთი და იგივე კანონი და შეგახსენებთ SMS-ის გაგზავნის წესს:

1 – აფთიაქში წასვლა ან ექიმთან ვიზიტი.

2 -სუპერმარკეტსა და სურსათის სხვა მაღაზიებში წასვლა.

3 – ბანკსა და სხვა მომსახურების ცენტრებში წასვლა.

4 – ადამიანებისთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად წასვლა.

5 – სხვადასხვა ცერემონიებზე დასწერება (ნათლობა, ქორწილი, დაკრძალვა).

6 – ფიზიკური ვარჯიში და შინაური ცხოველის გასეირნება.

ვწერთ ზემოთ ჩამოთვლილი ფიცრებიდან ერთ-ერთს (საჭიროებისდა შესაბამისად) შემდეგ ინტერვალი, შემდეგ ვწერთ სახელს (ინტერვალი), გვარს (ისევ ინტერვალი) და საცხოვრებელ მისამართს და ვაგზავნით ნომერზე 13033-ზე.

 

onalem

ტესტ