fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები – საბერძნეთის საზღვრის კვეთა მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური პასუხით კორონავირუსის ტესტზე

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ქვეყანაში შემოსვლა ორშაბათიდან დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნაგატიური პასუხით კორონავირუსის ტესტზე.

კერძოდ, კარანტინის გამოცხადების პარალელურად, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება საერთაშორისო ფრენები და ყველა მგზავრს მოეთხოვება, წარმოადგინოს საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ გაიკეთა ტესტი კორონავირუსზე და მისი პასუხი უარყოფითია.

სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისას სავალდებულოა ტესტი ჩატარებული იყოს არაუმეტეს 72 საათით ადრე, ხოლო საჰაერო გზით მგზავრობისას სავალდებულოა ტესტი ჩატარებული იყოს არაუმეტეს 48 საათით ადრე.

*არ მოქმედებს გამონაკლისები.

ასევე, ყველა მგზავრისთვის სავალდებულო რჩება შევსებული ჰქონდეს PLF ფორმა და სწორედ ამის შემდეგ გადმოკვეთს საბერძნეთის საზღვარს. აღნიშნული ფორმის გარეშე არცერთი ადამიანი საბერძნეთის ტერიტორიაზე არ დაიშვება.

9 ნოემბრიდან საბერძნეთიდან საზღვარგარეთ მიმავალი მგზავრებისთვისაც სავალდებულო ხდება ჰქონდეთ PLF ფორმა.

ქვეყნის შიგნით მოგზაურობა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი მიზეზებით:

  • მუდმივ საცხოვრებელში დაბრუნება
  • ოჯახის გაერთიანება
  • ჯანმრთელობა
  • სამსახურეობრივი მოვალეობები.

PLF ფორმა იხილეთ აქ: https://travel.gov.gr/#/user/login

onalem

ტესტ