fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: არალეგალი ემიგრანტები პოლიციას თავს დაესხნენ და საჭმელი დაუშინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს კუნძულ სიმიზე მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბოლო დღეების მანძილზე კუნძულზე დაახლოებით 200 არალეგალი ემიგრანტი მართავს საპროტესტო აქციებს, რომელიც საბერძნეთში თურქეთის წყლების გავლით, არაკანონიერად შემოვიდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამ რაოდენობის ემიგრანტებს მხოლოდ 8 პოლიციელი აკონტროლებს, რის გამოც მათ შეძლეს და ოფიცრებს თავს დაესხნენ.

ნაცემია ერთი პოლიციელი, ხოლო დანარჩენებს ემიგრანტებმა საჭმელი დაუშინეს, რომელიც მათ გადასცეს.

როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ისინი ცუდ საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებდნენ, რომელიც კუნძულზე აქვთ. ისინი ასევე გამოთქვამენ სურვილს, რომ სიმი დატოვონ.

კუნძულის მერმა კი პოლიციის დანაყოფი 4 ოფიცრის დამატებით გააძლიერა.

onalem

ტესტ