fbpx
საბერძნეთი

ბერძენი პოლიციელი სამსახურის მანქანით 19 წლის გოგონას დაეჯახა, მიატოვა და განყოფილებაში ისე მივიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო

ქსანთის საზოგადოება შეძრა 19 წლის გოგონას გარდაცვალებამ, რომელსაც გასულ ოთხშაბათს მანქანა დაეჯახა მაშინ, როცა თავის ძაღლს ასეირნებდა. ის რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ სამწუხაროდ, გუშინ ღამით გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრული იყო და დამნაშავეს ეძებდნენ, საბოლოოდ კი, ის პოლიციელი აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, მის კოლეგებს თავიდანვე ჰქონდათ ეჭვი, რომ ის ინციდენტის მონაწილე იყო, მაგრამ უნდოდათ მყარი ხელჩსაჭიდი ჰქონოდათ მისი დაკავებისთვის. მთავარი მტკიცებულება იყო, სავარაუდოდ, დარტყმის შედეგად გამოწვეული კვალი მანქანაზე, რომლის წარმომავლობაც პოლიციელმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, სწორედ აქედან გახდა აშკარა, რომ 19 წლის გოგონას სწორედ ის დაეჯახა.

საბოლოოდ ოფიცერმა აღიარა, რომ გოგონას დაეჯახა და შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიატოვა, გზა ისე გააგრძელა განყოფილებისკენ, თითქოს, არაფერი მომხდარიყო.

34 წლის პოლიციელს, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია, გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად.

onalem

ტესტ