fbpx
საბერძნეთი

სახლებში შევარდნილი წყალი და სასოწარკვეთილი ოჯახები, ბავშვებით – ბერძენმა მაშველებმა 619 ადამიანი გადაარჩინეს

ხმელთაშუაზღვიური ციკლონისგან გამოწვეული მდგომარეობა საბერძნეთში მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებისთვის ეს ერთ-ერთი ურთულესი ღამე იყო, რადგან სულ რამდენიმე საათში მათ 619 ადამიანის შველა მოუწიათ.

არსებული ცნობებით, რეგიონებში, რომელსაც “იანოსი” დაატყდა თავს, გადარჩენის ზუსტად 619 ოპერაცია განხორციელდა, ოჯახები სახლებში იყვნენ მომწყვდეულები, სადაც წყალი შევარდა. გადარჩენილებს შორის არის 3 წლის ბავშვიც.

საერთო ჯამში დასავლეთ და ცენტრალურ საბერძნეთში, ასევე თესალიაში სახანძრო სამსახურმა 2.450 ზარი მიიღო დახმარების და წყლის ამოტუმბვის თხოვნით.

კარდიცას კატასტროფული მგომარეობის გამო ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

onalem

ტესტ