fbpx
საბერძნეთი

აფრიკული მტვრის განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა დღეს ათენში – გაფრთხილება მოსახლეობას

დღეს ატიკის რეგიონში ჰაერში მტვრის განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება და აღნიშნული მოვლენა შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

აქედან გამომდინარე, მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მსგავს პირობებში აუცილებელია:

  1. მოერიდონ აქტიურ გადაადგილებას.
  2. ატარონ გაზრდილი დაცულობის პირბადე, ffp2.
  3. გაიწმინდონ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით.
  4. მიიღონ სითხის სათანადო რაოდენობა დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.
  5. გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, სიმპტომების ძლიერი გამოვლენის შემთხვევაში.

დღეს ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და პერიოდული წვიმები საღამომდე, ხოლო ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება და 22 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება თესალონიკს, ასევე მოსალოდნელია წვიმა, საღამოსთვის ამინდი გაუმჯობესდება. ჰაერის ტემპერატურა 9-დან 17 გრადუსამდე იმერყევებს.

 

onalem

ტესტ