fbpx
საბერძნეთი

მარტი, გადამწყვეტი თვე აკრძალვებისგან გათავისუფლებისთვის – რა გზაზე დგას საბერძნეთი?!

მარტის თვე გადამწყვეტად ითვლება ზომების მოხსნის თვალსაზრისით საბერძნეთში, თუმცა, როგორც პროფესორები აცხადებენ, “თავისუფლება” მხოლოდ ვაქცინირებულებს შეეხებათ.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე გააუქმა “განგაშის ზარი” პანდემიასთან დაკავშირებით და მოხსნა ის შემაკავებელი ზომები, რომლებიც ბოლო 2 წელია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო აცხადებს, რომ ქვეყანას კიდევ დასჭირდება გარკვეული პერიოდი სრულ თავისუფლებამდე მისაღწევად.

“თითოეულმა ქვეყანამ უნდა იპოვოს საკუთარი გზა, ჩვეული ცხოვრების დასაბრუნებლად, არსებული დემოგრაფიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე. ევროპაში ახლა თავისუფლებისკენ სწრაფვა პრიორიტეტია,” აცხადებს ინფექციურ დაავადებათა პროფესორი, სოტირის ციოდრა.

მისი განმარტებით, შემდეგი ვალდებულება, რომელიც საბერძნეთში მოიხსნება, არის პირბადის გამოყენება ღია სივრცეებში იქ, სადაც ხალხით გადატვირთულობა არ ფიქსირდება. აღნიშნული საკითხი ექსპერტთა კომიტეტმა გასულ ოთხშაბათს წამოაყენა, მაგრამ პროფესორთა უმეტესობა არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, ვინაიდან ნაადრევად მიიჩნიეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება პირბადეების დახურულ სივრცეში ტარებას, ექსპერტთა ნცობით, თავდაცვის ეს ზომა ჯერ კიდევ საკმაო ხანს იქნება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი და შესაძლოა სავალდებულო აღარ იყოს, მაგრამ აუცილებლად შენარჩუნდება, როგორც მკაცრი რეკომენდაცია, მოხუცებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

 

onalem

ტესტ