fbpx
საბერძნეთი

მარუსი: აფეთქება კიფისიის გამზირზე მდებარე ავეჯის მაღაზიაში (ვიდეო)

მარუსში, კიფისიის გამზირზე მდებარე ავეჯის მაღაზიაში სერიოზული აფეთქება მოხდა, რამაც დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია. ვიდეოზე ჩანს, რომ ორი მამაკაცი მოტოციკლით მაღაზიასთან მივიდა, რაღაც დატოვა და სწრაფად წავიდა. ამ ყველაფერს კი აფეთქება მოჰყვა.

ცხადია, მათ შესასვლელში ასაფეთქებელი ნივთიერებები დადეს და დიდი სისწრაფით გაუჩინარდნენ.

ინციდენტი დილის 04:00 საათზე მოხდა. უსაფრთხოების კამერების მიერ ჩაწერილი ვიდეოების საფუძველზე პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებას ცდილობს.

ასევე გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ საკითხზე: ემუქრებოდა თუ არა მაღაზიის მფლობელს ვინმე. ეს კი მისი ჩვენებების მიხედვით დადგინდება.

იხილეთ აფეთქების მომენტები და ამჟამინდელი ვითარება:

onalem

ტესტ