fbpx
პოლიტიკა

ბერძნები უკრაინის საელჩოში რეკავენ და ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთონ

ბერძნული მედია ნამდვილად დაუჯერებელ ინფორმაციას ავრცელებს. Protothema.gr-ის ინფორმაციით, ბერძნები უკავშირდებიან ათენში უკრაინის საელჩოს და ითხოვენ, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნონ. ისინი სრულ პრაქტიკულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელებს და მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრონ მათთან ერთად.

ეს ინფორმაცია ვრცელდება თავად საელჩოს წარმომადგენლისგან, რომელიც ამბობს, რომ მათ მიმართავენ არა მხოლოდ საბერძნეთში მცხოვრები უკრაინელები, არამედ თავად ბერძნებიც და ითხოვენ მოხდეს მათი უკრაინულ ჯარში ინტეგრაცია, რათა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

საელჩო იმასაც დასძენს, რომ მიუხედავად სურვილისა, პროტოკოლი საკმაოდ მკაცრია და მოხდება მათი სიღრმისეული კონტროლი, ვისაც ომში წასვლა სურს.

onalem

ტესტ