fbpx
პოლიტიკა

ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნაკი ამიერიდან ელექტრონული სახით საბერძნეთში

კირიაკოს მიცოტაკის განცხადებით, საბერძნეთში ამიერიდან ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნაკიც ელექტრონულ სახეს მიიღებს.

როგორც მიცოტაკიმ განმარტა, მთავრობა, ჯანდაცვისა და ციფრული პოლიტიკის სამინისტროებთან თანამშრომლობით, აქტიურად ცდილობს ბიუროკრატიის შემცირებას ქვეყანაში და უზრუნველყოფს მოსახლეობის მარტივ წვდომას სხვადასხვა სერვისებზე.

ამიერიდან მშობლებს აღარ შეექმნებათ პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ჯანმრთელობის წიგნაკს დაკარგავენ, ვინაიდან ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ციფრული სახე ექნება და ფიზიკურად არაფრის ტარება აღარ იქნება საჭირო.

ამას გარდა, მიცოტაკიმ დააანონსა კიდევ ორი სერვისი, მოსწავლეთა ჯანმრთელობის ბარათი და ვაქცინაციის რეესტრი.

ციფრული პოლიტიკის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკი საკმაოდ აქტიურად მუშაობს საბერძნეთის ციფრულ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლისთვის, რადგან ქვეყანაში ბევრ სექტორში ჯერ კიდევ ძელი მეთოდებით ფუნქციონირებენ და ეს ყველაფერი პრობლემას ქმნის როგორც მომხმარებლის, ასევე თავად სერვისის მიმწოდებლისთვის.

onalem

ტესტ