fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთის პოლიციამ 1 წელიწადში 260.000 ემიგრანტის შემოსვლა შეაჩერა, დააკავა 1,500 გადმომყვანი პირი” – ტაკის თეოდორიკაკოს

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ, მმართველი კომიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება საბერძნეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და გააჟღერა მთავარი მესიჯი: “უსაფრთხოება ყველგან და ყველასთვის!”

“მრავალი გამოწვევის ფონზე ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო სამართლის დაცვას. მუქარების შემთხვევაში კი, მტკიცედ ვპასუხობთ. ჩვენი საზღვრები ევროსზე ხელმიუწვდომელია. არალეგალურად არავინ გაივლის.

ჩვენ უკვე განვათავსეთ ახალი მესაზღვრეები ამ ტერიტორიაზე და იგეგმება დამატებით კიდევ 400 ოფიცრის გამწესება საზღვარზე, ასევე გალავნის აშენება, რომლისთვისაც 100 მილიონი ევროა გამოყოფილი. 

საბერძნეთის პოლიციამ მხოლოდ 1 წელიწადში 260.000 არალეგალი მიგრანტის შემოსვლა აიცილა თავიდან, პარალელურად კი, დააკავა 1,500 გადმომყვანი პირი, ვსაუბრობთ 2022 წელზე.

რაც შეეხება უსაფრთხოების გაძლიერებას ქვეყნის შიგნით, საკმაოდ არის შემცირებული დანაშაულების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით.”

თეოდორიკაკომ ასევე გააკეთა კომენტარი ყალბ ქორწინებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მესაზღვრეები აკეთებენ, რათა ევროსზე მსახურება თავიდან აირიდონ:

“სანამ ოფიცრები საბერძნეთის გერბს ატარებენ, ვალდებულები არიან, რომ ის ჰქონდეს არა მხოლოდ საკუთარ ფორმაზე, არამედ გულსა და გონებაშიც,” აცხადებს მინისტრი.

onalem

ტესტ