fbpx
საბერძნეთი

სულ მალე უფასო ინტერნეტი ათენის მეტროში – კარგი ხარისხის Wi Fi მატარებლების სადგურებშიც

ათენის მეტროს ხელმძღვანელობის განცხადებით, სულ მალე მეტროს მგზავრებს ინტერნეტზე უფასოდ ექნებათ წვდომა და საბოლოოდ დაემშვიდობებიან ქსელთან კავშირის წყვეტას, გვირაბებში შესვლისას.

როგორც ირკვევა, პროექტის განხორციელება მოსალოდნელია უახლოეს მომავალში და ამისთვის საფუძველი უკვე მზად არის. სადგურებში განთავსდება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, რომ დაუკავშირდნენ უფასო Wi Fi-ს და ისარგებლონ ინტერნეტით იმისდა მიუხედავად, იჭერს თუ არა მათი ტელეფონი.

ათენი ნელ-ნელა ცდილობს დაემსგავსოს სხვა ევროპულ ქალაქებს, სადაც ინტერნეტი საკმაოდ ბევრგან არის ხელმისაწვდომი, ყოველგვარი საფასურისა და კოდების გარეშე, მეტრო კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილია, სადაც მოსახლეობას შეეძლება, რომ Wi Fi-თ ისარგებლოს.

“პროექტის განხორციელება დაიწყება უახლოეს პერიოდში, როდესაც ცნობილი გახდება სამონტაჟო სადგურები და განრიგი“, – ნათქვამია ΣΤΑΣΥ-ს განცხადებაში.

onalem

ტესტ