fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ცნობილი შოკოლადი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდა – საბერძნეთის სურსათის სააგენტოს გაფრთხილება

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტოს (ΕΦΕΤ) მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, საკმაოდ ცნობილ და აქტიურად გაყიდვად პროდუქტში მწვავე ალერგიული ინრედიენტი აღმოაჩინეს.

ირკვევა, რომ ეს არის შოკოლადი, ΣΟΚΟΛΑΤΑ ΓΑΛΑΚΤΟΣ MAX PERRY, რომელსაც აქვს ვარგისიანობის ვადა, 19/06/21-მდე.

აღნიშნულ რძიან შოკოლადში აღმოჩენილია ალერგიული ნივთიერება, კერძოდ, არაქისი, რომელიც იწვევს ალერგიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეტიკეტზე მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია არ არის დატანილი.

ΕΦΕΤ მოუწოდებს მოსახლეობას ნუ მიირთმევენ პროდუქტს, თუკი უკვე შეიძინეს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აქვთ ალერგია არაქისზე.

რაც შეეხება სუპერმარკეტებს, სააგენტომ უკვე მოითხოვა შოკოლადის გაყიდვიდან ამოღება.

onalem

ტესტ