fbpx
საზოგადოება

პირბადე ყველგან ათენსა და თესალონიკში – როგორ გავალთ ყავის მისართმევად ხვალიდან?!

როგორც უკვე ცნობილია, ხვალიდან ძალაში შედის პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულება “წითელ” და “ფორთოხლისფერ” ზონებში, ეს ნიშნავს, რომ საბერძნეთის ორ უდიდეს ურბანულ ცენტრში, ათენსა და თესალონიკში ყველგან მოგვიწევს ნიღბის ტარება.

საინტერესოა, თუ როგორ ვისარგებლებთ კაფე-ბარებისა და რესტორნების მომსახურებით…

როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ განმარტა, ჩვენ ვალდებულები ვართ გვეკეთოს პირბადე ნებისმიერ მსგავს დაწესებულებაში შესვლისას, ხოლო მისი მოხსნა დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ კერძისა თუ სასმლის მირთმევის დროს.

“მარტივი სიტყვებით რომ ვთქვა, კაფეებსა და რესტორნებში შევალთ პირბადით და მას მხოლოდ მაშინ მოვიხსნით, როცა მაგიდას მივუსხდებით. და რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია აკრძალვა, რომელიც უკავშირდება შიდა სივრცეებში ხალხის დგომას. 

ყველა კაფე-ბარი, ტავერნა და რესტორანი უნდა დაიკეტოს 00:00 საათზე, ხოლო გადაადგილების აკძრალვა მოქმედებს 00:30 საათიდან,” განაცხადა პრემიერმა.

 

 

onalem

ტესტ