fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ფრენის შიშის გამო მგზავრმა თვითმფრინავში სიგარეტი მოწია, რის გამოც თესალონიკში დაჯდომისთანავე დააკავეს

32 წლის მამაკაცი, რომელიც წარმოშობით ბერძენი, მაგრამ გერმანიის მოქალაქეა, თესალონიკში მიფრინავდა, როდესაც ბორტგამცილებელმა დააფიქსირა, რომ თვითმფრინავის საპირფარეშოში სიგარეტი აანთო.

Ryanair-ის ხომალდი რეისს, ბადენ-ბადენი-თესალონიკი, ასრულებდა, როდესაც აეროპორტს გადასცეს, რომ ბორტზე იყო კანონდარღვევა და თვითმფრინავის დაჯდომისთანავე შესაბამისი ზომები უნდა მიეღოთ.

როგორც კი თესალონიკში დაეშვნენ, 32 წლის მგზავრი მაშინვე დააკავეს.

როგორც ირკვევა, მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი განისაზღვრება ან თავისუფლების 6 თვით აღკვეთით ან ფულადი ჯარიმით. უცნობია, თუ რომელს აირჩევს გერმანელ-ბერძენი მამაკაცი.

მან საკუთარი ქმედება ფრენისას გამოწვეული შიშითა და სტრესით ახსნა.

onalem

ტესტ