fbpx
კრიმინალი

ჭრილობები ზურგში ერთი ტელეფონისა და 50 ევროს გამო – მძიმე კადრები თესალონიკიდან

კრიმინალების დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში გუშინ ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე, სამ პაკისტანელსა და ერთ ბერძენ მამაკაცს თავს უცნობები ძარცვის მიზნით დაესხნენ. ისინი დანებით იყვნენ შეიარაღებულები და გამეტებით იქნევდნენ მათ, რათა მუქარით თანხის წართმევა შესძლებოდათ.

საბოლოოდ, მათ წაიღეს 50 ევრო, ერთი მობილური ტელეფონი და ზურგის არეში სერიოზული დაზიანებები მიაყენეს ერთ-ერთ პაკისტანელ მამაკაცს.

ადგილზე მისულ სამედიცინო ბრიგადას მძიმე სურათი დახვდა. მას თირკმელი აქვს დაზიანებები და სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდებოდა. მსუბუქად დაშავდა სამი დანარჩენი მსხვერპლიც და ოთხივე პაპაგეორგიუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ამ ტერიტორიაზე ოთხი პირი დააკავა, თუმცა, მათ არანაირი კავშირი არ აღმოაჩნდათ მომხდართან, რის გამოც გაათავისუფლეს.

გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ