fbpx
კრიმინალი

ომონიაზე კორიდალოს ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს – ის ქუჩაში თავისუფლად დადიოდა

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის პატიმარი კორიდალოს ციხიდან გუშინ შუადღეს გაიქცა. თუმცა, დღეს დილით ის პოლიციამ ომონიაზე, კოძიას მოედანზე დააფიქსირა და მაშინვე დააკავა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი თავისუფლად დადიოდა ქუჩაში და ოფიცრებისთვის მარტივად შესამჩნევი იყო.

საუბარია 26 წლის ბერძენზე, რომელმაც გუშინ დაცვისგან საპირფარეშოში გასვლის უფლება ითხოვა და შემდეგ საკნიდან გაქცევა შეძლო.

როგორც ირკვევა, ის ქურდობის ბრალდებით დააკავეს და კორიდალოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.

onalem

ტესტ