fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შოკისმომგვრელი ბიზნესი: ბულგარელები საბერძნეთში ბავშვებს ყიდიან

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დღესდღეობით ევროპულ ქვეყნებში ახალშობილებით ვაჭრობა ძალიან პოპულარულია. ბოლო 10 წლის მანძილზე ბულგარეთში ბავშვები აპრობირებული სქემით იყიდება. ორსული ქალები მიდიან სხვადასხვა ქვეყნებში,  მათ შორის საბერძნეთში და უკან დიდი თანხითა და ბავშვების გარეშე ბრუნდებიან. ისინი თითო ბავშვში საშუალოდ 5000 ევროს იღებენ. არის შემთხვევბი, როდესაც ბავშვს მომავალი მამა თავად აკითხავს ბულგარეთში.

ბავშვების ტრეფიკინგი ბულგარეთიდან საბერძნეთში შემდეგი სქემის მიხედვით ხდება: ორგანიზატორები ეძებენ ოჯახს საბერძნეთში, რომელსაც სურს ბავშვი. შემდეგ, მომავალი ”მამა” მიდის ბულგარეთში და საზღვრის გადაკვეთისას მას არ სთხოვენ არანაირ განსაკუთრებულ საბუთებს.

ამ შემთხვევაში არავინ ითხოვს გენეტიკურ ანალიზს, ბიოლოგიური დედა ამზადებს საბუთს, რომლის მიხედვითაც ის უარს ამბობს დედობაზე, ხოლო მომავალი ბერძენი დედა აცხადებს, რომ ქმარს ღალატს პატიობს და მზად არის ბავშვი იშვილოს.

შედეგად, ახალშობილის დაბადების მოწმობაში ოფიციალურად იწერება, რომ ჰყავს ბერძენი მშობლები და ის ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე ხდება. ბერძნულ ოჯახს ეს სიამოვნება 18,000 ევრო უჯდება გოგონას შემთხვევაში, ხოლო თუ  ბიჭს იშვილებენ, 25,000 ევრო. ბულგარელი ბიოლოგიური დედა კი ამ თანხიდან 1000-დან 5000 ევრომდე იღებს.

პირველად ასეთი შემთხვევა საბერძნეთში 2004 წელს დაფიქსირდა, თუმცა არავინ დასჯილა.

onalem

ტესტ