fbpx
საზოგადოება

ქალს, რომელიც დაფეხმძიმებას 8 წლის მანძილზე ცდილობდა, 3 თვის შვილი კრეტაზე დაეღუპა

რეიჩელ ფიცჯერალდი და მისი მეუღლე, დიდი ბრიტანეთიდან, 8 წლის მანძილზე ცდილობდნენ, რომ შვილი გაეჩინათ, მაგრამ ქალი დაორსულებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, რეიჩელმა ამდენი წლის შემდეგ დაფეხმძიმება შეძლო და 2018 წლის მარტში პატარა გოგონა, ლარა შეეძინათ.

წყვილი უბედნიერესი იყო, რომ საკუთარი შვილი ეჭირათ ხელში და ბრიტანელებმა ზაფხულში დასასვენებლად კრეტაზე წასვლა გადაწყვიტეს. ცხადია, თან წაიყვანეს თავიანთი უკვე სამი თვის გოგონაც.

კრეტაზე ჩასვლის პირველივე დღიდან ყველაფერი არაჩვეულებრივად დაიწყო და ოჯახმა დაიძინა, მეორე დილით კი გაიღვიძეს და თავიანთი გოგონა საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.

მამამ პირველადი დახმარების გაწევა და ბავშვისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარება სცადა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. მათ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ჩვილის სიკვდილი დაადასტურეს.

ინციდენტის შესახებ ახლა გახდა ცნობილი, რადგან კრეტას საავადმყოფოს ექიმებმა კიდევ ერთხელ შეატყობინეს წყვილს, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება სიკვდილის მიზეზის დადგენა და სავარაუდოდ, მშობლები ამის შესახებ ვერც ვერასოდეს გაიგებენ.

ბრიტანელებმა 5.000 გირვანქა გადარიცხეს Lullaby Trust-ის ფონდში, რომელიც მუშაობს რჩევებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც ჩვილი ბავშვების უეცარი სიკვდილის შესაძლებლობას ამცირებს.

onalem

ტესტ