fbpx
საზოგადოება

113 წლის ბერძენი ქალი გინესის რეკორდების წიგნში შესასვლელად იბრძვის

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ადამიანის ტიტულისთვის იბრძვის ქალი, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ, ილიაში ცხოვრობს. მას სულ მალე 113 წელი შეუსრულდება.

ოფიციალური დოკუმენტების (პასპორტი, AMKA…) მიხედვით, ეკატერინი კარნარუ 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა, ამიტომ ის საკუთარი ცხოვრების 113-ე წელს ზაფხულში “დახურავს.”

კარნარუს ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა უკვე მოამზადეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რის საფუძველზეც ქალი, ასაკის გამო, შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს.

ამ დრომდე მსოფლიოს უხუცესი ადამიანის ტიტულს იაპონელი ნაბი ტაჯიმა ფლობდა, თუმცა, ის გასულ კვირას 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.

onalem

ტესტ