fbpx
საზოგადოება

აგრინიოს საავადმყოფოს რეანიმაციაში მოთავსებული 41-ივე პაციენტი გარდაიცვალა

რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აგრინიოს საავადმყოფოში უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობა ფიქსირდებოდა და სწორედ აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიცვალა ხელმძღვანელობა. ფაქტობრივად, ჩატარებული შემოწმების შედეგად, საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განცხადება დაწერა და პოსტი დატოვა.

ირკვევა, რომ გუშინ გარდაიცვალა 41-ე პაციენტიც, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ის იყო ბოლო, რადგან დანარჩენი 40 მანამდე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საავადმყოფოში ფიქსირდება 100%-იანი სიკვდილიანობა, კოვიდ-რეანიმაციაში მოთავსებულთა მხრივ.

41-ე მსხვერპლი იყო 64 წლის მამაკაცი, თეოლოგიის პროფესორი, რომლის მდგომარეობაც ბოლო დღეების მანძილზე დამძიმდა და ექიმები ოჯახს არანაირ იმედს არ აძლევდნენ. მისი იოანინას საავადმყოფოში გადაყვანაც სურდათ, მაგრამ როგორც მედიკოსებმა ნათესავებს განუმარტეს, ეს არაფერს შეცვლიდა მისთვის, საბოლოოდ კი, გუშინ დილის საათებში დაიღუპა.

onalem

ტესტ