fbpx
საზოგადოება

სიმშვიდის საათები იცვლება – ნახეთ, რა დროს იკრძალება ხმაური საბერძნეთში?!

რამდენიმე დღეში საბერძნეთში სიმშვიდის საათები იცვლება, ზამთრის სეზონის გათვალისწინებით.

კერძოდ, ზამთრის სეზონზე საჯარო სიმშვიდის საათები განსხვავდება ზაფხულის სეზონისგან და მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს, რათა თავიდან ავირიდოთ ჯარიმები და კანონდარღვევები.

1-ლი ოქტომბრიდან საათები, როდესაც იკრძალება ნებისმიერი სახის ხმაური, იქნება: 15:30 -დან 17:30-მდე და ღამის 22:00-დან დილის 07:30-მდე. აღნიშნული ძალაში იქნება 31 მარტამდე.

რაც შეეხება ზაფხულის გრაფიკს, რომელიც ძალაშია 1 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, განისაზღვრება შემდეგნაირად: 15:00 საათიდან 17:30 საათამდე და 23:00 საათიდან 07:00 საათამდე.

აღნიშნულ საათებში იკრძალება ნებისმიერი სახის ხმაური, მუსიკის ჩართვა, ნებისმიერი საქმიანობის წარმოება, რომელიც იწვევს სხვებისთვის შემაწუხებელ ხმაურს, ასევე სიმღერა, ხმამაღლა საუბარი და ა.შ.

 

onalem

ტესტ