fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა ძმის სახლს და მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა, თავად კი, მანქანაში დამწვარი იპოვეს

მედია შემზარავი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კუნძულ ლესვოსზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი ძმის სახლსა და მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა, ქონებრივი დავის გამო, რომელიც მათ შორის არსებობდა.

როგორც ირკვევა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, 71 წლის მამაკაცი საკუთარი ძმის სახლში მივიდა და იქაურობას ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ იგივე გააკეთა მის მაღაზიაში, სადაც ტანსაცმელს ყიდდა. ამ ყველაფრის ყველაზე ტრაგიკული მხარე კი ის არის, რომ თავადაც დამწვარი იპოვეს, თავისსავე მანქანაში, რომელიც ბუნებრივი აირის ბალონებით იყო სავსე.

მომხდარის უკან ძმებს შორის ქონებრივი უთანხმოება დგას. მათ წლების მანძილზე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ვინაიდან ის დიდი ხანი ამერიკაში მუშაობდა და მაღაზიის გასახსნელად ოჯახს დიდი თანხა გადასცა. მიუხედავად მისი ამ წვლილისა, მშობლებმა გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება უმცროს ვაჟს დაუტოვეს, სახლიც და მაღაზიაც. ცხადია, ეს ფაქტი არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა მისთვის და როგორც ჩანს, თავისი წილი მოითხოვა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

onalem

ტესტ