fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის ვარდნა ხვალიდან – ნახეთ, როგორ იცვლება ამინდი საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მინი-გვალვის შემდეგ საბერძნეთში ტემპერატურა ეცემა. როგორც ირკვევა, ხვალიდან, 20 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს დღევანდელთან შედარებით.

მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას ჰაერი 38-39 გრადუსამდე გათბა, დაფიქსირდება დიდი კონტრასტი და მოსალოდნელია წვიმაც. დასავლეთითა და სამხრეთით სინოპტიკოსები ღრუბლიანობას გვპირდებიან.

დასავლეთ მაკედონიაში მოსალოდნელია 2-დან 22 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 2-დან 25 გრადუსამდე, იპიროში ჰაერი 9-დან 29 გრადუსამდე გათბება, თესალიაში 10-დან 28 გრადუსამდე, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე 14-დან 26 გრადუსამდე, კრეტაზე კი, 14-დან 28-29 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში ნავარაუდევია უმეტესად მზიანი ამინდი, მცირე მოღრუბლულობით, ჰაერის ტემპერატურა კი, 19-დან 29 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია 16-დან 25 გრადუსამდე.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ტემპერატურის კიდევ ერთი შესამჩნევი ვარდნა ხუთშაბათიდან გვექნება, როდესაც მაქსიმუმ 22 გრადუსი დაფიქსირდება.

onalem

ტესტ