fbpx
საბერძნეთი

“ზაფხულში სიტუაციის დამძიმება რეალურია, პირბადე 2021 წელს ჩვენთან დარჩება” – ალკივიადის ვატოპულოს

მიკრობიოლოგიის პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეთანხმება მეცნიერ, გიორგოს პავლაკისს, რომელიც ამბობს, რომ ზაფხულში პანდემიის კიდევ ერთი შემოტევა აბსოლუტურად შესაძლებელია და ეს პროგნოზი რეალობას შეესაბამება.

“შემთხვევები მრავალია, ამიტომ პანდემიის კიდევ ერთი ტალღის შემოტევა, სრულიად შეესაბამება რეალობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამის პარალელურად გვაქვს ორი იარაღი – ვაქცინები და თვით-ტესტირება. ისინი ხელს შეუწყობენ პანდემიის ეფექტურად მართვას და ეპიდემიოლოგიური ტვირთი საგრძნობლად შემცირდება.

ყოველ შემთხვევაში, გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ 2021 წელს პირბადეები ჩვენთან დარჩება. ეს ნივთი დაგვეხმარება, რომ არ შეგვექმნას პრობლემები, როდესაც ზომების სრულად მოხსნის შემთხვევაში, წავალთ კინოში, თეატრში, სამუშაო გარემოში და ა.შ.

გადაადგილებაზე აკრძალვა, რომელიც არსებობს ღამის საათებში, საჭირო აღარ იქნება, თუკი მომდევნო პერიოდში ყველაფერი კარგად წავიდა. ამის განხილვა შესაძლებელი იქნება 1 ან 2 კვირის შემდეგ, როდესაც ვნახავთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდმდგომარეობა,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ