fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის სასამართლომ 26 წლის გარიფალიას მკვლელობისთვის მისი შეყვარებული დამნაშავედ ერთხმად სცნო

ყველას კარგად ახსოვს 26 წლის გარიფალია, გოგონა, რომელიც კუნძულ ფოლეგანდროზე საკუთარმა შეყვარებულმა კლდიდან გადააგდო. მისი ცხედარი წყლიდან სანაპირო დაცვამ ამოასვენა და ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გოგონა დახრჩობით გარდაიცვალა.

30 წლის მამაკაცი სასამართლომ ერთხმად სცნო დამნაშავედ, ვინაიდან გაითვალისწინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ეს იყო განზრახ მკვლელობა. ასევე, უარყოფილი იქნება ყველანაირი შემამსუბუქებელი გარემოება. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ექსპერტიზა აჩვენებს, რომ გარიფალია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც 30 წლის მამაკაცმა დიდი სიმაღლის კლდიდან გადააგდო… ის ჯერ კიდევ სუნთქავდა, როდესაც ტალღები მის სხეულს კლდეებს ანარცხებდა და საბოლოოდ, გოგონა დაიხრჩო. 30 წლის დიმიტრის ვერგომ გოგონა სცემა, მაგრამ ის არ გარდაცვლილა ფიზიკური ძალადობის გამო, კლდიდან რომ არ გადაეგდო, გრიფალია ახლა ცოცხალი იქნებოდა.

გოგონას ცხედრის პოვნისას მხოლოდ საცურაო კოსტიუმი ეცვა, გვერდით კი, იპოვეს ჩანთა, რომელშიც მისი მკვლელის პირადობის მოწმობაც იდო.

 

onalem

ტესტ