fbpx
საბერძნეთი

როდის გაიხსნება საბერძნეთში მაღაზიები და დარჩება თუ არა Click Away-ს მეთოდი მოქმედებაში?!

ტელეკომპანია SKAI-სთან საუბრისას საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა გააკეთა განცხადებები, რომლებიც ეხებოდა პანდემიის კურსისა და მაღაზიების ჩვეულ რეჟიმში ამუშავების ურთიერთმიმართებას.

“თუ პანდემიის კურსი წავა კლებისკენ, ჩვენ აუცილებლად, დაუყოვნებლივ განვიხილავთ ზომების შემსუბუქების საკითხს. დავიწყებთ მაღაზიების ეტაპობრივ გახსნას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ აუცილებლად იქნება ძალაში უსაფრთხოების გარკვეული წესები, რომლებიც მაინც უნდა დავიცვათ. 

ამ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, შეიძლება ვისაუბროთ მკაცრი წესების თანხლებით მაღაზიების გახსნაზე. მაგრამ ისინი მაინც იმუშავებენ Click Away-ს მეთოდით,” განაცხადა გეორგიადისმა.

ამრიგად, საბერძნეთის მთავრობა სულ მალე მიიღებს გადაწყვეტილებებს, გაიხსნება თუ არა 7 იანვრის შემდეგ მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში და არა ისე, როგორც ახლა მუშაობენ. ამ დროისთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ისინი იანვრის თვის მეორე ნახევარში მაინც გაიხსნას.

თუმცა, მოქმედებაში დარჩება Click Away-ს მეთოდი და მსურველებს ისევ შეეძლებათ ტელეფონის საშუალებით შეკვეთის მიცემა.

onalem

ტესტ