fbpx
საბერძნეთი

1-ლი მარტიდან საბერძნეთის ყველა ბაზარში POS გადახდის აპარატები სავალდებულო იქნება!

საბერძნეთში 1-ლი მარტიდან ქუჩის ბაზრებში ბარათით გადახდის აპარატები, POS, სავალდებულო იქნება! ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, კონკრეტულ დაწესებულებებში, მათ შორის ტაქსებში, უნდა არსებობდეს აღნიშნული ბარათები, რომ მომხმარებელს ონლაინ-ტრანზაქციების განხორციელება შეეძლოს.

ამრიგად, 1-ლი მარტიდან საბერძნეთში ტაქსებში, ქუჩის ბაზრებში და ასევე, ყველა კიოსკში უნდა ჰქონდეთ POS აპარატები. არნიშნული შეამცირეს ნაღდი ფულით გადახდის ტენდენციას და შესაბამისად, თავიდან იქნება არიდებული შემთხვევები, როდესაც მოვაჭრეები ცდილობენ, რომ დღგ-ს თავი აარიდონ და ქვითრები არ მოჭრან.

რაც შეეხებათ ტაქსებს, ბარათით გადახდა არაჩვეულებრივი ალტერნატივაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძღოლებს არ აქვთ უკან დასაბრუნებელი ხურდა და საკმაოდ ხშირად ეს უსიამოვნების მიზეზი ხდება.

ბარათით გადახდა, ცხადია, არ არის სავალდებულო თავად მომხმარებლებისთვის, ეს მხოლოდ ალტერნატივაა, თუმცა, მთავრობის მიზანია, რომ ონლაინ-ტრანზაქციები უფრო და უფრო პოპულარული გახდეს იმ დაწესებულებებშიც, რომლებშიც აქამდე აღნიშნული აპარატები საერთოდ არ ჰქონდათ.

onalem

ტესტ