fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის ვარდნა 10 გრადუსით – სად უარესდება ამინდი საბერძნეთში მომდევნო საათებში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმციით, დღეიდან საბერძნეთის კონკრეტულ რეგიონებში ამინდი უარესდება და მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის კლება, ასევე, ნალექი, წვიმისა და თოვლის სახით.

რაც შეეხება თოვას, სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მოთოვს ზღვის დონიდან დაბლობებზეც კი, არათუ მხოლოდ მთიან რეგიონებში. ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე ქარი განსაკუთრებით გაძლიერდება.

კერძოდ, ტემპერატურის კლება, 10 გრადუსით, დაფიქსირდება: საბერძნეთის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით, ასევე, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით. კვირას ნალექი მოსალოდნელია თითქმის მთელ საბერძნეთში.

თოვა მოსალოდნელია მთიან რეგიონებში, მაკედონიისა და თრაკის ტერიტორიებზე, ასვეე, თესალიასა და სტერეაში. თოვა დაფიქსირდება პელოპონისოს დაბლობებზეც.

რაც შეეხება ათენს, დღეს ჰაერი გათბება 18 გრადუსამდე, ხვალისთვის ტემპერატურა დაეცემა 9 გრადუსამდე, ნალექი და ამინდის მკვეთრი გაუარესება დედაქალაქში არ არის მოსალოდნელი.

onalem

ტესტ