fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ვითარება უარესდება – კიდევ უფრო ნეგატიური რეკორდი დღეს საბერძნეთში

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის ნეგატიური რეკორდი და მოვლენები სულ უფრო და უფრო ცუდი სცენარით ვითარდება.

როგორც ექსპერტები აღნიშნავდნენ, შესაძლოა დავითვალოთ დღეში 1.000-2.000 ინფიცირებულიც კი სულ რამდენიმე კვირაში. რამდენიმე პროფესორის თქმით, ნიღბის უნივერსალური ტარების ვალდებულება უნდა დაწესებულიყო გაცილებით ადრე, რათა ქვეყანა ამ რიცხვებამდე არ მისულიყო.

დღეიდან აღნიშნული ვალდებულება ძალაშია და ამასთანავე, 00:30 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება.

ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების რიცხვი 91-ს უდრის, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 564-ს მიაღწია.

მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მიღებული ზომები უახლოეს მომავალში იქონიებს გარკვეულ შედეგს.

onalem

ტესტ