fbpx
საბერძნეთი

“ისინი ერთად სწავლობდნენ და ბევრს ოცნებობდნენ” – გარდაცვლილი ხრისტოს მამა

ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთელი საბერძნეთი შეძრა. ახალგაზრდა წყვილის, ხრისტოს და მერის სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა და მათ ოცნებების ახდენა და დაქორწინება ვერ მოასწრეს. გარდაიცვალა გოგონას დედაც. მედიასთან კი 23 წლის ხრისტოს მამა საუბრობს:

“შეუძლებელია ჩემს შვილს ისეთ სისწრაფით ევლო, რომ შეჯახებას სამი ადამიანის სიცოცხლე მოესპო. ეს გზა ძალიან საშიშია. აქ ბოლო 5-6 წელიწადში 81 ავარია მოხდა. გზას გამყოფი სჭირდება, თუმცა ამის გაკეთებაზე არავინ ზრუნავს.

სიტყვები არ მყოფნის. მათ ორწლიანი ურთიერთობა ჰქონდათ. მშობლები კი მათთან ერთად შობის გასატარებლად ჩამოვიდნენ. ხრისტომ მერულასთან ერთად სწავლა ახლახანს დაამთავრა. ისინი ბევრს ოცნებობდნენ და ჩემი შვილი ძალიან სერიოზული ბიჭი იყო, იცოდა რა უნდოდა. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ამას ამბობს ყველა.”

გარდაცვლილი წყვილი:


onalem

ტესტ