fbpx
საბერძნეთი

კატო პატისიაზე პოლიციამ შემოწმების შედეგად 80 უსაბუთო ემიგრანტი აიყვანა – საერთო ჯამში დაკავებულია 611 უცხოელი

ათენში კრიმინალთან და არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველი ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიცია რეგულარულად ატარებს კონტროლს, ოფიცრები ამოწმებენ ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელ საბუთებს და ცდილობენ შეაჩერონ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული დანაშაულები.

ამჟამინდელი მონაცემებით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე მოხდა 2,585 ადამიანის შემოწმება. მხოლოდ დღეს კატო პატისიიდან 80 არალეგალი ემიგრანტი აიყვანეს, ხოლო საერთო ჯამში დაკავებულთა რაოდენობა 611-ს უდრის.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 611 დაკავებულიდან ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მათგან უმეტესობას უსაბუთობის ბრალდება აქვს, ხოლო მცირე ნაწილი ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებული ბრალდებებით არის დაკავებული.

ოპერაციები ათენის ცენტრში კვლავ გრძელდება.

onalem

ტესტ