fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 6 დეკემბერს, ათენში მეტროსადგურები დაიკეტება – დეტალური ინფორმაცია ხვალინდელი მოვლენების შესახებ

ხვალ, 6 დეკემბერს, ალექსანდროს გრიგოროპულოს მკვლელობის დღეს, მოსალოდნელია საპროტესტო აქციები და ეპიზოდები, როგორც ყოველწლიურად ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, საბერძნეთის პოლიციის ბრძანების მიხედვით, დაკეტილი იქნება კონკრეტული მეტროსადგურები.

კერძოდ, 6 დეკემბერს დილის 09:00 საათიდან დაკეტილი იქნება სადგური “პანეპისტიმიუ” და მატარებლები გაჩერების გარეშე ჩაივლიან, ასევე, 11:00 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური “მონასტირაკიც” და დაკეტილი იქნება 15:00 საათამდე. შემდეგ ისევ დაიკეტება 18:00 საათიდან და დაკეტილი იქნება საგზაო პოლიციის მიერ ახალი ბრძანების გაცემამდე.

ათენის ცენტრში აქციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ გადაადგილება შეიზღუდოს და საჯარო ტრანსპორტმაც ვერ შეძლოს ჩვეულ მარშრუტებზე მოძრაობა. დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება მოვლენების განვითარების შესაბამისად.

onalem

ტესტ