fbpx
საბერძნეთი

ΔΕΗ-ს ფილიალები, რომლებიც შაბათსაც ღიაა და 15:00 საათამდე მოგემსახურებიან

აღსანიშნავია ელექტრო ენერგიის მომწოდებელი კომპანიის, ΔΕΗ-ს განახლებული ფილიალები, რომელთაგან საკმაოდ ბევრში მომსახურება უფრო გამარტივებული და გაუმჯობესებულია. ცხადია, არ იგულისხმება ყველა მათგანი, თუმცა, წინსვლა ნამდვილად იგრძნობა.

აღნიშნული ოფისები ჩვეულებრივ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობენ, მაგრამ ΔΕΗ-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კონკრეტული ფილიალები გახსნას შაბათ დღესაც მათთვის, ვინც კვირის სამუშაო დღეებში ვერ ახერხებს ელ. ენერგიასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებას.

უფრო კონკრეტულად, მთელი საბერძნეთის მასშტაბით 13 ფიალიალი იმუშავებს შაბათს 08:30 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით და ისინი შემდეგი უბნების ფილიალებია:

კალითეა, მარუსი, ხალანდრი, ვულა, ანო პატისია, აგიოს დიმიტრიოს, ეღალეო, კიფისია, სტურნარი.

ასევე, თესალონიკში იმუშავებენ კალამარიისა და ციმისკის ფილიალები. ამას გარდა, ΔΕΗ-ს ფილიალები ღია იქნება შაბათობით ხანიასა და სიროსზე.

onalem

ტესტ