fbpx
საბერძნეთი

დღეს 21 გრადუსი საბერძნეთში, ახალი წლიდან კი, კლიმატური ფენომენი Π აქტიურდება – რაზე საუბრობენ სინოპტიკოსები?!

მთელი დეკემბრის მანძილზე საბერძნეთში უჩვეულოდ თბილი ამინდი გვაქვს, რაც მიმდინარე სეზონისთვის არც თუ ისე დამახასიათებელია. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ჰაერი დღეს 21 გრადუსამდე გათბება და ახალ წელს საგაზაფხულო პირობებში შევხვდებით.

მიუხედავად ამისა, როგორც კლეარხოს მარუსაკი იუწყება, ახალი წლიდან ამინდი შედარებით უარესდება და გააქტიურდეება კლიმატური ფენომენი, რომელსაც ექნება “ამობრუნებული Π-ის” სახე. ეს არ ნიშნავს, რომ ტემპერატურა რადიკალურად დაიკლებს, არამედ კონკრეტულ რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი.

თუ რუკას დავაკვირდებით, რომელზეც მონიშნულია, თუ სად არის მოსალოდნელი წვიმა, შევნიშნავთ, რომ იწყება დასავლეთიდან, შემდეგ ვრცელდება სამხრეთით, კრეტასკენ და გრძელდება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, საბოლოო ჯამში კი, ფენომენი ქმნის Π-ის ფორმას.

მარუსაკი აცხადებს, რომ ნალექის მიუხედავად, ტემპერატურა შენარჩუნდება მაღალ დონეზე და იქნება 18-20 გრადუსი, რაც შეეხება ცენტრალურ საბერძენთს და უმეტესად ხმელეთოვან ნაწილს, როგორც ჩანს, ამინდის გაუარესება არ გველოდება.

onalem

ტესტ