fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ეკლესიიდან 1,500 ევროს ღირებულების ორი უზარმაზარი ზარი მოიპარეს

ახაიაში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში საშობაო წირვაზე ზარები არ დარეკეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეკლესიიდან უბრალოდ მოიპარეს.

როგორც მედია იუწყება, სწორედ შობის წინა დღეს, საღამოს 17:00 საათიდან 11:00 საათამდე, როდესაც ტაძარში არავინ იმყოფებოდა, იქ უცნობი პირები შევიდნენ და ორი უზარმაზარი ზარი მოიპარეს. ორივე ზარის ჯამური ღირებულება 1,500 ევროა. ცხადია, ისინი მანქანით მოქმედებდნენ, ვინაიდან ზარების წაღება ხელით შეუძლებელია.

აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ განყოფილებაში საჩივარი უკვე შევიდა და “ლითონზე მონადირეებს” უკვე ეძებენ. ასევე, ცდილობენ, რომ ზარები მანამდე იპოვონ, სანამ გადაადნობენ.

onalem

ტესტ