fbpx
საბერძნეთი

დღე, რომლიდანაც იწყება ახალი ისტორია – ათენში კორონავირუსის ვაქცინა ჩამოვიდა

დღეს დილით ათენში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა. მათი დაბინავების პროცესი უდიდესი სიფრთხილით მიმდინარეობდა და ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვასილის კოდოზამანისი და პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი, მარიოს თემისტოკლეუსი.

ვაქცინის ჩამოტანის ოპერაციას “თავისუფლება” უწოდეს. თავისუფლება, რომელიც წაგვართვა პანდემიამ, შეგვიზღუდა ყოველდღიურობა და წაგვართვა ელემენტარულ საჭიროებებზე წვდომაც კი, თუმცა, პარალელურად, გადაგვაფასებინა ღირებულებები და დავინახეთ, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონია აქამდე შეუმჩნეველ დეტალებს.

ვაქცინაცია საბერძნეთში ხვალ, 27 დეკემბერს, ატიკის 5 რეფერალურ საავადმყოფოში დაიწყება. პირველ ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭებათ მოხუცებსა და სამედიცინო პერსონალს.

 

 

onalem

ტესტ