fbpx
საბერძნეთი

ატიკა: ოჯახებს შორის არსებულ “ვენდეტას” 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია ატიკის რეგიონში, კერძოდ, ზეფირის ტერიტორიაზე მოხდა. სროლას გუშინ საღამოს 8 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ირკვევა, 8 წლის ბავშვის ოჯახი ამ დასახლებიდან წასული იყო, რადგან ე.წ. “ვენდეტა” ჰქონდათ იმავე ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ოჯახთან, გუშინ კი, ისინი სახლში დაბრუნდნენ, რაც მაშინვე შენიშნა მეორე დაპირისპირებულმა ოჯახმა. ამის შემდეგ მათი სახლის მიმართულებით სანადირო იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი ტყვია 8 წლის ბიჭს მოხვდა და გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, რადგან არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ დაპირისპირებამ უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს, რადგან საუბარია ბოშებზე.

არსებული ცნობებით, მოკლული ბავშვის დედამ პოლიციას კონკრეტულად მიუთითა, თუ ვინ არის დამნაშავე.

onalem

ტესტ