fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში მოკლევადიანი ზაფხული სრულდება – სამშაბათიდან ამინდი იცვლება

საბერძნეთში საზაფხულო ამინდი “სუფთა ორშაბათამდე” გაგრძელდება. სამშაბათიდან კი ყველაფერი იცვლება. ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სამშაბათს შუადღიდან ნელ-ნელა მოიღრუბლება და მოსალოდნელია წვიმა დასავლეთ და ჩრდილოეთ საბერძნეთში.

კერძოდ, 12 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი გაუარესდება და მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი.

იქროლებს ასევე ძლიერი ქარი, რომლის ძალაც ზოგიერთ ტერიტორიაზე 10 ბალსაც კი მიაღწევს. ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. შუადღიდან კი ფენომენი შედარებით შესუსტდება.

ოთხშაბათს აღნიშნული ამინდი კვლავ შენარჩუნდება, თუმცა, მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში.

ხვალ, “სუფთა ორშაბათს” ატიკის რეგიონში ჰაერი 24 გრადუსამდე გათბება, ხოლო კრეტაზე 25 გრადუსსაც კი მიაღწევს.

მაკედონიაში მოსალოდნელია 2-19 გრადუსი, ეპირუსში 7-21 გრადუსი.

 

onalem

ტესტ