fbpx
პოლიტიკა

კონტანტინოს ზერვას – თესალონიკის მერი, რომელიც ქართველი ხალხის გვერდით დგას

როგორც ცნობილია, ხვალ საბერძნეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია და თესალონიკში კვლავ იყრის კენჭს კონსტანტინოს ზერვა, ისევ ქალაქის მერის თანამდებობისთვის.

ბატონი ზერვა ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან მან საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გამოჩენილ ყველა ინიციატივას დაუჭირა მხარი და ხელი შეუწყო მათ განხორციელებას. შეიძლება ითქვას, ის არის ქართველების მეგობარი, რომლის მმართველობის დროსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქცა რეალობად.

არ შეიძლება არ აღინიშნოს კონსტანტინოს ზერვას წვლილი რამდენიმე საქმეში, მათ შორის ბიბლიოთეკაში ქართული განყოფილების გახსნასა და ქართული საკვირაო სკოლის გახსნაში. ასევე, ზერვამ ხელი შეუწყო ქართველ ახალგაზრდებს, რომ პრაქტიკა გაევლოთ მერიაში, ის ყოველთვის უჭერს მხარს ქართული კულტურის წარმოჩენას და როდესაც საჭიროა, რომ რაიმე ღონისძიების ჩასატარებლად სივრცე გამოიყოს, ის ყოველთვის უსასყიდლოდ უთმობს ქართველებს დარბაზებს.

თუკი ცხოვრობთ თესალონიკში და ხართ საბერძნეთის მოქალაქეც, შეგიძლიათ თქვენც დაუჭიროთ მხარი ბატონი ზერვას კანდიდატურას.

onalem

ტესტ