fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთი რუსი მილიონერებისთვის ქონების ჩამორთმევას იწყებს – სია უკვე შედგენილია

“Καθημερινη”-ის ინფორმაციით, რუსი მილიონერებისთვის ქონების ჩამორთმევის პროცესს საბერძნეთიც იწყებს. როგორც უკვე ცნობილია, რუსი ოლიგარქების აქტივების გაყინვა ხდება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა სისხლიანი და არაპროვოცირებული შეჭრა განახორციელა უკრაინაზე.

საერთაშორისო სია უკვე შედგენილია და ამ დრომდე გამოკვეთილია 870 სახელი და გვარი. ეს ადამიანები ფლობენ დიდ უძრავ თუ მოძრავ ქონებას და აქტიურობენ საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული სია უკვე ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ორგანოს ხელმძღვანელის ხელშია.

საბერძნეთმა უკვე დაიწყო რუსი მილიონერებისთვის ათენის სამხრეთ გარეუბნებსა და კუნძულებზე არსებული უძრავი ქონების დაყადაღება, ასევე ბანკის ანგარიშების გაყინვა. როგორც ირკვევა, პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან საუბარია საკმაოდ დიდ ქონებასა და ბევრ ადამიანზე, შესაბამისად, დაყადაღებული ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია.

პარალელურად კი, როგორც ირკვევა, ევროკავშირის ქვეყნები საერთაშორისო სიას დღითი დღე ამდიდრებენ.

onalem

ტესტ